პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დღეიდან გამართავს

12.03.21 12:00


საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

 

უკვე ჩანიშნულია შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, კრისტიან დანიელსონს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი დღეს, დღის მეორე ნახევარში შეხვდებიან.

 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

 

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები