პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

12.03.21 12:20


კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „თვითერში“, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

 

„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საგანგებო დესპანთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. კიდევ ერთხელ, თითოეულმა მხარემ პირველ ადგილას ქვეყანა უნდა დააყენოს და იბრძოლოს დეპოლარიზაციისთვის და სტაბილურობისთვის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები