პოლიტიკა

პრემიერი: ვადასტურებთ სრულ მზაობას მოლაპარაკებისთვის და ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული

12.03.21 12:40


„მე მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო, ჩვენი გუნდისა და ჩვენი პარტიის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული. ასე ვთქვათ, მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არაერთხელ გაგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ეს მზაობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

 


მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობა მხარეებს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს.

 

მან კრისტიან დანიელსონს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. მე მივესალმები მის ვიზიტს საქართველოში და ველი კონსტრუქციულ დიალოგს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები