პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბრიუსელში უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი და რეფორმები, რომლებსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ

12.03.21 13:00


ბრიუსელში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენი განაცხადი არის ამბიციური, რომ ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. მანამდე ჩვენ მობილიზებული მუშაობა გვმართებს, აქედან გამომდინარე მთელი ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა იყოს მართული და ამიტომ, ყველას ერთად დიდი ძალისხმევა გვმართებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

 

მანამდე, დანიელსონი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

 

კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები