პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სიყალბე, ფაბრიკაცია და მიხეილ სააკაშვილის პროვოკაცია უწოდა

12.03.21 14:00


ჩვენ კარგად ვიცით, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია და კარგად ვიცით, საიდან და ვისგან მომდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უმეტეს, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.„ სწორედ მაშინ გამოიყენეს ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, ეს არის ყოვლად მიუღებელი და დასაგმობი, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. „იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები