პოლიტიკა

არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადასაწყვეტი რჩება - დანიელსონი

15.03.21 15:40


კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მუშაობა გრძელდება და არის რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

დანიელსონის განმარტებით, მას აქვს პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული კონკრეტული ამოცანა, რომ დაეხმაროს მხარეებს მედიაციის პროცესში:

 


"ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი", - განაცხადა დანიელსონმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები