პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15.03.21 17:00


პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

 

არჩილ თალაკვაძემ ელჩს ვიშეგრადის ჯგუფის დაფუძნების 30 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩეხეთის მთავრობის დახმარებისთვის.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები