პოლიტიკა

პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას - თალაკვაძე

16.03.21 10:00


"პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას" , - განაცხაად პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.


მისივე შეფასებით, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა და თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი საერთოდ არ იქნება განხილული მოლაპარაკების დროს.

 

"პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორეს მხრივ აყენებს მოთხოვნას, მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია. ანუ წარმოიდგინეთ ერთი ხელით, როდესაც გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლონ, ეს ალბათ გესმით, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები