პოლიტიკა

ნინო თანდილაშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

16.03.21 10:30


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა,  - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების გლობალური პოლიტიკა განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად და ტრანსპორტის სექტორზე, როგორც ქვეყნის ემისიის ძირითად წყაროზე გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრაზე ტრანსპორტის სექტორი პრიორიტეტად განისაზღვრა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე (ელექტრო) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სათბურის აირების ემისიების შემცირებაში დაეხმარება. კერძოდ, მოხდება ელექტრო ავტობუსების ეტაპობრივი ჩანაცვლება და დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

ცნობისთვის, შეხვედრას პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები