პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მზადაა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციის პროცესში ჩაერთოს

16.03.21 12:00


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს საგანგებოდ ეხმაურება და დენიელსონთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს, კრამონი აცხადებს, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელი პირობაა, ევროიპული პარლამენტის პროცესში ჩასართავად.

 


„ევროპარლამენტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მედიაციის პროცესში მე მთლიანად მხარს ვუჭერ ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს. ევროკავშირის მედიაციის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად და შემდგომი რეფორმებისკენ გზის გასაკვლევად.

თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული პარლამენტი მედიაციის პროცესში ჩაერთოს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, გვერდით გადადონ პარტიული ინტერესები, მოლაპარაკებების ცენტრში დააყენონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი სცენ თავიან ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს“, - წერს კრამონი. ​​​​

 

ღარიბაშვილი ბრიუსელში მიშელთან კონკრეტული მოლაპარაკებებით უბნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტამდე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალგი ვერ შედგა. მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ დიალოგი ვიზიტის შემდგ შედგებოდა.

 

ბრიუსელში ვიზიტი 17 მარტამდე გაგრძელდება. კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

დენიელსონის ვიზიტი 12-14 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უშედეგო მოლაპარაკების შედეგად, მან საქართველოში ყოფნა გაიხანგრძილვა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანას მანამ არ დატოვებს, სანამ არ მოხდება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

 

როგო ცნობილია, მიშელის ვიზიტის დროსოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 6 პუნქტიანი დოკუმენტი დაიდო, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. დღეს, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა 6 პუნქტიანი დოკუმენტი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები