პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლება გულწრფელად მოწადინებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდეს

16.03.21 12:30


ვფიქრობ, რომ შეთანხმება მიღწევადია იმ ფონის მიუხედავად, რაც შექმნილია.

ნამდვილად მაქვს წარმატების იმედი, რადგან ზოგადად, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება, მერკანტილური იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციონერთა მხრიდან თუნდაც ისეთი დამოკიდებულება ვიხილეთ, რაც კონსტრუქციული არ იყო. მაგალითად, ჩვენ მკაცრად ვიცავთ პირობას, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების გაუხმაურებლობას უკავშირდება. ოპოზიციის მხრიდან კი, ამის საპირისპირო არაერთი მაგალითი ვნახეთ, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს და იყოს ისეთი შედეგის მქონე, რითაც ქვეყანა ნაბიჯს გადადგამს წინ.

 

ოპოზიციონერთა მხრიდან რიგი ნაბიჯები დესტრუქციულია და ის გადადგმულია იმ მიზნით, რომ რიგი პარტიების მერკანტილური ინტერესების გამო, მოლაპარაკებები შედეგიანი არ იყოს.

 

ხელისუფლება ნამდვილად და გულწრფელად მოწადინებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდეს, თუმცა მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ პირობებზე ვისაუბრო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები