პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

16.03.21 13:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 


უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე.

 

„მადლობა გადავუხადე ბატონ ელჩს, იმ პოლიტიკოსებს და ზოგადად, ლიეტუვის მთავრობას და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებში და მეგობრულ განცხადებებში.

 

შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე იმ სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა რეფორმირებასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვგეგმავთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები