პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: მხარეებს კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა

16.03.21 14:00


ის ფაქტი, რომ დანიელსონი დარჩა და მედიაციის პროცესს აგრძელებს, მაძლევს იმედს, რომ შეთანხმება მიიღწევა. არის დეტალები, რომლებზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კომპრომისების გარეშე რომ არ გამოვა, ფაქტია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მხარეებმა რაღაც თუ არ დათმეს, შეთანხმება ვერ შედგება.

 

„ვნახე განცხადებები, სადაც ორივე მხარე ამბობს, რომ კომპრომისზე წასვლა მოუწევთ. მართალია, სხვანაირად არაფერი გამოვა. გარეთ ყველა ელოდება, რომ შიგნით მოლაპარაკებებს ქვეყნისთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის გადაბმული. თუ გვინდა, რომ გარეთ მივიღოთ სერიოზული შედეგი, ქვეყნის შიგნით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური პრობლემები“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები