პოლიტიკა

ჩვეულებრივი ფარისეველი ხართ, ბატონო ალეკო - წულუკიანი ელისაშვილს

16.03.21 14:20


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს ფარისეველი უწოდა:


"თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, ბატონო ალეკო. ვითომ წუხართ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ერთადერთი კაცი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას თავის სამინისტრო ქონოდა. თქვენ ხართ კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არის უკულტურობა. ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს, განსაკუთრებით კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს" - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები