პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას

16.03.21 16:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

როგორც მთავრობის მეთაური წერს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.

 

„ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები