პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

17.03.21 16:40


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას  შეხვდა. 


მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

იაპონიის მხარესთან მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და მაღალტექნოლოგიური ონკოლოგიური სერვისების დანერგვაა.

 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და საელჩოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის. მინდა გამოვყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია COVID-19-ზე რეაგირების პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

 

იაპონიის საელჩოსა და სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით მომზადდა საგრანტო განაცხადი/საჭიროებების კვლევა 2 მილიონიან პროექტთან დაკავშირებით.

აღნიშნული გრანტის მიღების შემთხვევაში მოგვეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობის გაძლიერების შესაძლებლობა.

 

ასევე მინდა აღვნიშნო ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დეფიბრილატორებისა (110 ერთეული) და ელექტრო კარდიოგრაფების (155 ერთეული) შეძენას”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში იაპონიის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს მაღალი გამავლობის 4 რეანიმობილი გადასცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

 

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები