პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: დემოკრატია კომპრომისებსა და კონსენსუსისთვის მზადყოფნას მოიცავს

17.03.21 17:20


ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო, რომელიც მიიწევს წინ. დემოკრატია კომპრომისებსა და კონსენსუსისთვის მზადყოფნას მოიცავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, შარლ მიშელი თავად ჩაერთო პროცესში და ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველო და ქართველი ხალხი.

 

„ჩვენ არ გვინდა პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გართულება. დრო მოვიდა ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის, რომ ისინი დასხდნენ და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტონ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თავად ჩაერთო პროცესში და ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველო და ქართველი ხალხი. პრეზიდენტი თავად ცდილობს მედიაციას იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს. მიშელმა თბილისში გააგზავნა კრისტიან დანიელსონი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი, ვისაც კი ოდესმე ევროკომისიაში შევხვედრივარ. დანიელსონი და კარლ ჰარცელი ადგილზე ერთად აკეთებენ მაქსიმუმს. ჩვენ გვყავს საქართველოში ორი ძალიან გამოცდილი შვედი დიპლომატი და ისინი ცდილობენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს. მივესალმები პირველი შეხვედრის დანიშვნას - ევროკავშირი არ არის მოთამაშე საქართველოს დიპლომატიურ მოედანზე, ჩვენ არ გვინდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ჩვენ ვუსმენთ ოპოზიციას და ვუსმენთ ხელისუფლებას.

ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო, რომელიც მიიწევს წინ. დემოკრატია კომპრომისებსა და კონსენსუსისთვის მზადყოფნას მოიცავს. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს არის ნორმალური, საჭიროა დიალოგი და დებატები“, - აცხადებს მაკალისტერი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები