პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს

17.03.21 17:40


ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გაკეთდა ევროკავშირისა და ევროკომისიის სახელით, გამორიცხავს ყველა სახის კითხვას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ „ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს“.

 

„დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებულები საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამოთ, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია და ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად, არავის არ დაუფიქსირებია განსხვებული პოზიცია.

 

მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახანს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მაკკალისტერთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადებები, რომელიც არის ბორელის, ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია, ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ, აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ ევროკავშირის განცხადებები, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხას ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.

 

აქედან გამომდინარე, მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს. მე მჯერა, იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები