პოლიტიკა
17.03.21 18:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები იყო საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი.
„მთავრობის მეთაურმა დევიდ მაკალისტერთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე – ტერიტორიების ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
საუბარი შეეხო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია რუსეთის ქმედებები და საოკუპაციო პოლიტიკა. დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე – ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ევროკავშირის მედიაციაზე დიალოგის პროცესში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კომპრომისის მიღწევისა და პროცესების პარლამენტში გადატანის აუცილებლობას.
აღინიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა დიალოგის პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა ევროპელი პარტნიორებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24