პოლიტიკა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დღესაც შედგება

18.03.21 10:15


ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენლის მედიატორობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღესაც შეხვდებიან.

 


ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც მნიშვნელოვანია შეთანხმების მისაღწევად.

 

შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

 

„ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, სადაც დაპატიმრებული ნიკა მელია, უკანონოდ დაპატიმრებული არ ზის ჩვენს გვერდზე“,–განაცხადა მან.

 

შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა კი, მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, აღნიშნა, რომ დიალოგი ნაყოფიერად მიმდინარეობს და მუშაობენ ყველა საკვანძო საკითხზე.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები