პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასეს

18.03.21 11:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მტკიცე მხარდაჭერის დასტური კიდევ ერთხელ მიიღო.

 

„ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცეს. ჩვენ სწრაფი ნაბიჯებით მივიწევთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

 

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პრემიერმა ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. „გამოქვეყნდება დოკუმენტი და წაიკითხავთ, რომ საქართველოს საკმაოდ მყარი პროგრესი აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მიხეილ სარჯველაძე პრემიერის ვიზიტს ნაყოფიერს უწოდებს. „ვიზიტი ალბათ უნდა შეფასდეს, როგორც ძალიან დადებითი. ევროპული და ატლანტიკური სტრუქტურებიდან გამოხმაურებაც სწორედ ასეთია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად იქნება ძალიან კარგი იმპულსი სამომავლო რეფორმებისთვის, იმისთვის, რომ თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეთ“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში 15-17 მარტს განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და ნატოს გენერალურ მდივანთან და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები