პოლიტიკა

კახა კალაძე - არსად არ მივდივარ, პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი ვაპირებ

18.03.21 11:45


მიზანმიმართულად ხდება ჭორების გავრცელება. მილანში რატომ უნდა წავიდე ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მგონია, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ, უფრო სჭირდება ჩემს ქვეყანას, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია, არსად წასვლას არ ვაპირებ. ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, ვიდრე მექნება საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები