ეკონომიკა

„2021 წელს, გაგრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები“ - ლევან დავითაშვილი

18.03.21 16:40


გასული წელი, ერთი მხრივ, იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი წელი, მეორე მხრივ, იყო რთული გამოწვევების წელი ღვინის ინდუსტრიისთვის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

„2020 წელსაც, პანდემიის პირობებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტარდებოდა ონლაინ-დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რომ კვლავ აქტუალურები ვყოფილიყავით საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, რადგან გაზრდილი მოსავლის პირობებში, აუცილებელია ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.

 

გასული წელი, ერთი მხრივ, იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი წელი, მეორე მხრივ, იყო რთული გამოწვევების წელი ღვინის ინდუსტრიისთვის.

 

ღვინის ექსპორტში ჩვენ შემცირება არ გვქონდა, თუმცა, დაგეგმილი იყო ექსპორტის ბევრად დიდი ზრდა. სწორედ ამ დაგეგმვაზე იყო გათვლილი, როდესაც ქვეყანაში იზრდება ახალი ვენახების მსხმოიარობა და პირველადი ნედლეულის რაოდენობა.

 

ჯამში, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო, ხოლო რთვლის პროცესში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები