პოლიტიკა

გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური კლასტერი მთლიანად დაიქვემდებარა

29.03.21 13:20


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებების პროცესი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მძევლად აქციეს.

 

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მოლაპარაკებებთან მიმართებაში რთული სიტუაციაა იმდენად, რამდენადაც გეგმა გამოიკვეთა, რასაც ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვება – ოპოზიციური კლასტერი მთლიანად დაიქვემდებარა, მათ შორის განსხვავებაც არ არის არც შეხედულებებში და არც კომენტარებში.

 

„ეს პროცესი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მძევლად აქციეს, რადგან პრაქტიკულად, უხეშად ვიტყვი, მაგრამ ნიკა მელია დააჭერინეს. ისეთი სიტუაცია შექმნეს, როცა სახელმწიფო სტრუქტურებს სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაედგათ. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სკეპტიკურ პოზიციაზე ვრჩები, რადგან მთავარია ულტიმატუმები, რომელსაც კონკრეტული პარტია აყენებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები