პოლიტიკა

„გახარია ჯერ მოვიდეს პოლიტიკაში და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს“- ნათია თურნავა

29.03.21 14:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია წლების განმავლობაში ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე იყო.

 


„გიორგი გახარია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის წევრი და ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე.

 

ჯერ მოვიდეს პოლიტიკაში და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს. ჯერ არ ვიცით, რა პლატფორმით მოდის და რა იქნება მისი ძირითადი იდეა, მე არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე“- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები