პოლიტიკა

განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების დეტალები - კობახიძე დანიელსონთან შეხვედრაზე

29.03.21 14:40


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელს საქართველოში კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დასაფასებელია:


"ვაფასებთ ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლის ბატონი დანიელსონის მეორე ვიზიტს საქართველოში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი საქართველოს მიმართ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განბმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები, ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა. ხვალ საერთო ფორმატში გაგრძელდება დისკუსია" - განაცხადა კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები