პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

29.03.21 16:20


პარტია "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დანიელსონის წინადადებებს გუნდთან ერთად განიხილავს.

 

"ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრისას დავაფიქსირებთ პოზიციას. გვექნება დამატებითი განხილვა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე", - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების განმეორებითი შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან 18:00 საათზეა ჩანიშნული.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები