პოლიტიკა
29.03.21 17:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ასევე, საქართველოს ონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რაც 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დაეხმარება.
როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ასრულებს თავის ვალდებულებას დემოკრატიის გაძლიერების და ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიზნით.
„საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებია ინიცირებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებას რომ ავუხსნათ, რაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ასახვას საკანონმდებლო ბაზაში. შესაბამისად, გარდა იმისა, რაც პარლამენტმა გააკეთა, მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები სასამართლოების შესახებ კანონში, კონკრეტულად შეიქმნა გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი კანდიდატურების პარლამენტში განხილვის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უმჯობესდება სტანდარტი და შედის ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიას თავის რეკომენდაციებში ჰქონდა მოცემული.
ასევე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტში, კერძოდ, გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი - რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე. ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ეს საკითხები გახლავთ ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც თვეების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო. როგორც ხედავთ პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიზნით, რომელიც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. იმედი მაქვს, ეს ორი ცვლილება დაეხმარება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. თავისი არსით ეს ცვლილებები არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, არამედ, ეს რეფორმები გახლავთ ასევე ჩვენს და მოქალაქეებს შორის შეთანხმების საგანი, ასევე ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საგანიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, შემდეგ შეფასებებში ეს ცვლილებები იქნება სათანადოდ შეფასებული და პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24