პოლიტიკა

პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს

29.03.21 17:40


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.

 

შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა.

 

მანამდე შარლ მიშელის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის.

 

28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები