პოლიტიკა

მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას ოპოზიცია და მმართველი პარტია, დღეს გახდება ცნობილი

30.03.21 10:00


დღეს ისტორიული მედიაციის გადამწყვეტი დღეა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანხმობის დოკუმენტი ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა უნდა გაასაჯაროოს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ევროკავშირის ოფისში დიპლომატი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთად შეხვდება.


არსებული ინფორმაციით შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

მოლაპარაკების მაგიდაზე კი შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმა დევს.

 

"შეგახსენებთ, რომ თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული- ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება" - განაცხადა დანიელსონმა.

 

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა მათთვის წითელი ხაზია.

 

აბსულუტრად საპირისპიროა ოპოზიციის მთავარი მესიჯები. როგორც პარტიების ლიდერები აღნიშნავენ, მოლაპრაკებების მთავარი პუნქტი სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები