პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი - მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება

30.03.21 10:45


შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხვალისთვის მისი დოკუმენტი მზად იქნება, რომელშიც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ყველა საკითხი იქნება განხილული.

 

,,არ მოელოდოთ ჩემგან დეტალებს, ხვალ დოკუმენტი მზად იქნება. საკითხები ისედაც ვიცით იმიტომ, რომ ეს იყო დატოვებული პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები.

დანიელსონი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები