პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

30.03.21 11:00


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

„მხარეებმა ასევე, განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რაზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და სავაჭრო-სამრეწველო პალატას მომავალში აქტიური კომუნიკაცია ექნებათ. მხარეებმა მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები