პოლიტიკა

შვედეთის ელჩი: ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას, ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის

30.03.21 11:15


სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ​ულრიკ ტიდესტრომი Twitter-ში წერს, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება.

 

მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

„სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას. ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის“, - წერს ​ულრიკ ტიდესტრომი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები