პოლიტიკა

თეა წულუკიანი: შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე სააკაშვილის სტილია, მაგრამ რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება

30.03.21 12:40


„ნათელაშვილის მიერ შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ნათელაშვილის მიერ“, - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.


მისი თქმით, უცხოელებისგანაც სმენია, რომ ნათელაშვილი არასდროს აღიქმებოდა სერიოზულ ფიგურად.

 

„ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი იმ სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრებისა, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ბატონი ნათელაშვილის მიერ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, უცხოელებისგანაც მსმენია, რომ ნათელაშვილი არასდროს აღიქმებოდა სერიოზულ ფიგურად და ვფიქრობ, ისინიც რწმუნდებიან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამხმოვანებელია, როგორიც სააკაშვილის ფსევდო ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, 29 მარტს „ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯორჯ კენტი გააკრიტიკა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები