პოლიტიკა

თეა წულუკიანი: შევეცდები, ერთ ორგანიზაციაში არავის არავისი ჭამის საშუალება არ მივცე

30.03.21 13:20


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედის დილაში“ „პოსტ ტვ-ის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასა და ამის შემდეგ, ზოგიერთი ტელევიზიის ინტერპრეტაციაზე ისაუბრა.

 

„ყველასთვის, და მათ შორის, მსახიობებისთვის, ჩემი ნათქვამი იყო სავსებით ნათელი, მაგრამ ზოგიერთ არხს, რომელსაც არ უნდა ჩემი ნათქვამის გაგება, გაუჩნდა ვითომ შიშები. ერთ-ერთ არხზე, რომელიც წლის განმავლობაში, დილით, შუადღეს, საღამოსა და ღამითაც მლანძღავდა, ისიც მოვისმინე, ყოფილიყო იუსტიციის სამინისტოში, იქ ავტორიტეტი ჰქონდა, კვალიფიციური იყო და აქ რატომ მოდიოდაო. ამიტომ, ამგვარ ანეგდოტებს, სჯობს, ჩვენი საეთერო დრო არ დავახარჯოთ. რაკი ზოგმა თავი მოიკატუნა და თქვა, რომ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო, მინდა ვთქვა, რომ შევეცდები, ერთ ორგანიზაციაში არავის არავისი ჭამის საშუალება არ მივცე, იმის სახელით, რომ განსხვავებული აზრი არსებობს. ჩემი ფუნქციაა, რომ კულტურის სამინისტროს დიდი სისტემის ორგანიზაციაში მაქსიმალურად სუფევდეს ჰარმონია და ადამიანები ქმნიდნენ იმას, რასაც ქართული კულტურა ჰქვია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თეა წულუკიანმა 19 მარტს შალვა რამიშვილთან „პოსტ ტვ-ის“ ეთერში კულტურის სამინისტროში თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

„ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, თუ დასაქმებულის განსხვავებული მოსაზრებები ორგანიზაციის საქმიანობას ხელს არ უშლის, მაშინ ის პრობლემას ვერ ხედავს.

 

„მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი.

ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი… ამიტომ, ეს მე არ მეჩვენება ერთი და იგივე სისტემად“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები