პოლიტიკა

შვეიცარიის მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამა დაიწყება

30.03.21 13:40


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პატრიკ ფრანცენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

პატრიკ ფრანცენმა შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც შვეიცარიის მთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცდება.

 

ცნობისთვის, პროგრამის განხორციელება 2022-2025 წლებშია დაგეგმილი და მისი წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

უწყების ინფორმაციით, ახალი პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ფერმერებისთვის, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას, ბიოწარმოების განვითარებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ყურადღება გამახვილდება სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების კუთხით.

 

შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დანიელ მეული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თაგაური ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები