პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა, ვის შეუძლია თავისი პირადი ინტერესი და პარტიული ინტერესი უკან დახიოს

30.03.21 15:40


იმედია, რომ დღეს რაღაც შეთანხმებამდე მივალთ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა, ვის შეუძლია თავისი პირადი ინტერესი და პარტიული ინტერესი უკან დახიოს და დააყენოს ქვეყნისა და ერის ინტერესი წინ.

ჩამოსულია ის პატიოსანი კაცი, ბატონი დანიელსონი და იმედია წინა ვიზიტისგან განსხვავებით ხელცარიელი არ წავა და შეძლებს ჩვენს შერიგებას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

 

დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები