პოლიტიკა

კახიშვილი: კანონით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, ყველაფერს სჭირდება რეგულაცია

30.03.21 16:00


ოცნების დეპუტატი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, პოლიტიკოსებს ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი, ფაქტობრივად, არ აქვთ. კახიშვილის თქმით, რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტები, რომლებიც "ყოველგვარ ზღვარს სცდება". კახიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერს სჭირდება რეგულაცია:

 

"ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც, ფაქტობრივად, პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის.

რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომლებიც აბსოლუტურად კავშირში არ არის, 1%-ითაც… უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები", - აცხადებს დეპუტატი.

 

მისი თქმით, დღეს საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი.

 

"დღეს საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი "ჟურნალისტი" და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, ვინც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ჟურნალისტი ვარ და 3 სტატუსს დაწერს", - ამბობს კახიშვილი.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები