პოლიტიკა

ნათია თურნავა - როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სახმელეთო საზღვრებს გავხსნით

30.03.21 16:20


როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სახმელეთო საზღვრებს გავხსნით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ერთ-ერთი ნაბიჯია ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა.

 

„ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები