პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

30.03.21 16:40


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, სატრანსპორტო პოლიტიკას, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებს და განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებას.

 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის მენეჯერმა მარტინა კოლბმა გამოხატა აღნიშული საკითხების მიმართ ორგანიზაციის ჩართულობის მზადყოფნა და მომავალში აქტიური თანამშრომლობის სურვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები