პოლიტიკა

„არ ვიცით რას დადებს, წარმოდგენა არ გვაქვს“ - ზურაბ ჯაფარიძე დანიელსონზე

30.03.21 17:00


პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის უცნობია ამჯერად როგორ დოკუმენტს მოამზადებს ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებისთვის. 


„არ ვიცით რას დადებს, წარმოდგენა არ გვაქვს. რა განწყობაც მქონდა გუშინ შეხვედრიდან გამოსვლისას, იგივე განწყობა მაქვს.

 

ჩემი დაკვირვებით, მედიატორები ცდილობდნენ, რომ მაგიდაზე დაედოთ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ იქნებოდა თანახმა. ყოველ შემთხვევაში წინა რაუნდი ასე ჩატარდა.

 

ახლა 2 დღის განმავლობაში ის მთავრობას ელაპარაკებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდა ოპოზიციას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ცდილობდნენ რაღაც ისეთის დადებას, რაც „ოცნებისთვის“ მინიმუმ მისაღები მაინც იქნებოდა, ამიტომ ვნახოთ რა დოკუმენტი დაიდება“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების საჯარო განცხადებების მიხედვით, შეთანხმების საფუძველი არ ჩანს.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები