პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

31.03.21 10:15


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია! საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები