პოლიტიკა

„ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“ - არჩილ თალაკვაძე

31.03.21 10:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს.


„მადლობას ვუხდი შარლ მიშელსა და მის წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესის წარმართვისთვის. მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოსაწერად მზაობის არარსებობისა, ხელისუფლება გეგმავს, დანიელსონის გეგმის მიხედვით წარმართოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე მუშაობა. ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ,“ - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

„მე წარმოვადგინე გეგმა, რომელიც გავაცანი პოლიტიკურ პარტიებს და ეს გახდება საჯარო. სამწუხაროდ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გეგმა არ მიიღო,“ - განაცხადა დანიელსონმა გუშინ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები