პოლიტიკა

ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის - სამნიძე

31.03.21 10:45


"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "მედიატორის ჩართულობა იმის იმედს გვაძლევდა, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის".


"ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა იმის იმედს გვაძლევდა, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის.

არ არის მზად იმისთვის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით ყველა ეთერში, საჯაროდ, რომ თუ პატიმრები დარჩებიან საპატიმროში, არ იქნება სივრცე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა სხვა საკითხზე, იყო სამი პუნქტი, რომელიც შემოგვთავაზა მედიატორმა. ეს სამი პუნქტი იყო სრულიად მისაღები მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, დანარჩენ ორზე გვსურდა, რომ გაგვეგრძელებინა საუბარი, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არ იყო არცერთ პუნქტზე. მედიატორმა თქვა, რომ მის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვერ მოხდა შეთანხმება, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება იყო მზად შეთანხმება შემდგარიყო“, - აღნიშნა სამნიძემ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები