პოლიტიკა

კახა კუჭავა: შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა

02.04.21 15:20


ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან ადარდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, რათა, რაც შეიძლება, მალე გადაწყდეს ყველა ის საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ და რაც ყველაზე მთავარია, დავუბრუნდეთ იმ რეალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელთა წინაშეც ქვეყანა და რეგიონი დგას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.

 

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს.

 

„ვიპოვით გამოსავალს. ჩვენს წილ პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, სწორედ იმიტომ ვიყავით თანახმა, საბოლოო ჯამში, შეთანხმება შემდგარიყო. შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა. მზად ვართ, დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები