პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

06.04.21 17:40


სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოში მეორე წარუმატებელი მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ ევროკომისიაში დაუდასტურეს.

 

„31 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელსონის მეორე მისია პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. არც ერთი მხრიდან, მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან წარმოდგენილ წინადადებებზე კომპრომისზე წასვლის პოლიტიკური ნება არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული კომპრომისის პოვნა. ეს მოწოდება ძალაშია. კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. ახლა შემდგომ ნაბიჯებზე შიდა მსჯელობა იქნება“, - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი ნაბილა მასრალი.

 

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები