პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ერთი წუთითაც არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ დიალოგი შეწყდა ან მოლაპარაკებები ჩაიშალა

09.04.21 15:20


ჩვენ სტრატეგიული პარტნიორების ელჩებთან, ფასილიტატორებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ამ წუთას თარიღი ან კონკრეტული ვადა შეუძლებელია განისაზღვროს, თუ როდის იქნება ამ მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი, მაგრამ ფაქტია, ჩვენი პარტნიორები ამ პროცესში ჩართულები არიან, - ამის შესახებ „ლელოს„ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

 

„ერთი წუთითაც არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ დიალოგი შეწყდა ან მოლაპარაკებები ჩაიშალა. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ ხუთივე პუნქტზე მოხდეს შეჯერება. ჩვენ სამზე უკვე შევჯერდით. უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ მედიაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით იმ 3 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც მედიატორმა დანიელსონმა წარმოადგინა.

 

დაგვრჩა 2 პუნქტი, რომელზეც ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გამოფხიზლდება და სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს. პირველ რიგში, დაეთანხმება იმ 3 პუნქტს, რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა და შემდეგ ჩვენი პარტნიორების დახმარებით იმ 2 პუნქტზეც მოვახერხებთ შეჯერებას. ეს 2 პუნქტი გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ვადამდელ, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმს. დანარჩენ 3 პუნქტზე შეთანხმებული ვართ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები