პოლიტიკა

ჩვენივე ტერიტორიაზე ჩვენივე მოქალაქეებისთვის კარანტინი უნდა გაუქმდეს - აქცია ზუგდიდში

09.04.21 16:40


სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში აქცია გამართეს. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ენგური საზღვარი არ არის:


„მოვითხოვთ, ჩვენივე ტერიტორიაზე, ჩვენივე მოქალაქეებისთვის გაუქმდეს კარანტინი.

თითქოს სიმბოლურია დღეს, რომ აქ ვდგავართ, ისევ ახალგაზრდები.

 

შეგვამჩნიონ, ჩვენ ვარსებობთ, არ შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის დაწესდეს კარანტინი, ენგური საზღვარი არ არის. ეს არის ჩვენი ძირითადი გზავნილები", - აცხადებს აქციის ერთ - ერთი მონაწილე მაკო ჭკადუა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები