პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს შეხვდა

09.04.21 17:20


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს, „მანტა რეი“ ჯგუფის გენერალურ დირექტორს, მარსელ ბენჰამუსს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მომავალი კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.

 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ბატონ მარსელ ბენჰამუსს საქართველოში მრავალი ბიზნეს გეგმა აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ მომავალი კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურის მიმართულებით პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები