პოლიტიკა

პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია

12.04.21 10:15


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნები - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, უცვლელია.

 

როგორც პარტიის წარმომადგენელი ნონა მამულაშვილი აღნიშნავს, პარტია მზადაა ამჯერად ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჩაერთოს კვლავ მოლაპრაკებებში.

 

"ჩვენი მოთხოვნები ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უცვლელია. არ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, პოლიტიკური პატიმრები გყავდეს.

 

ასევე, უცვლელია მოთხოვნა მეორე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას შეეხება" - აღნიშნა მამულაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, თვის ბოლოს ქვეყანაში ჩამოსვლას და მოლაპარაკებებში ჩაერთვას საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პირველი დიპლომატები აპირებენ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები